loader

"ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში ცოცხებით, კვერცხებით და გინებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში ცოცხებით, კვერცხებით და გინებით დახვდნენ

"გაჩერებული საქართველო" - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ სახელწოდების აქცია-ბრიფინგის გამართვას დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავდნენ. თუმცა, სამეგრელოში - თენგიზ გუნავას, კახეთში - გიორგი ღვინიაშვილსა და ლევან ბეჟაშვილს, იმერეთში - გიორგი თევდორაძეს "ქართული ოცნების" ადგილობრივმა აქტივისტებმა ბრიფინგების გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს.

ანაკლიაში, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თელავში კი, გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის მანქანას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. ამასთან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ბაიკერები მიიყვანეს, რათა დეპუტატებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს, ხმაურიდან გამომდინარე, ხელი შეშლოდათ.