loader

გოგა ხაინდრავას "სამგზავრო რადიო" - რას მოუსმენენ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგა ხაინდრავას "სამგზავრო რადიო" - რას მოუსმენენ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრები

შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" მიკროავტობუსში რადიოს დამონტაჟების მსურველ მძღოლებთან სპეციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევის ხარჯებს კომპანია თავის თავზე აიღებს. თავის მხრივ, მძღოლი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია, მიკროავტობუსში მხოლოდ სპეციალური რადიოს მაუწყებლობა უზრუნველყოს.

მიკროავტობუსებში ახალი FM სიხშირის რადიოს ამოქმედების შესახებ დღეს "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ, შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" ხელმძღვანელმა გოგა ხაინდრავამ და რადიო "უცნობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ასანიშვილმა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.

ახალ რადიოს სპეციფიკური დანიშნულება ექნება და საეთერო დრო თემატურად დაიყოფა. კერძოდ, 8:00-დან 10:00 საათამდე სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის გავა შემეცნებითი გადაცემები, სპეციალური რუბრიკები და ჩართვები. 10:00-დან 12:00 საათამდე დაკმაყოფილდება სტუდენტების ინტერესი. 18:00-დან 20:00 საათამდე მოქალაქეები სამსახურებიდან ბრუნდებიან და განწყობაც შესაბამისი იქნება, 21:00 საათის შემდეგ კი თავისუფალი რეჟიმი იქნება.