loader

ინციდენტი ზუგდიდში: "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა მოწინააღმდეგეს წითელი სითხე შეასხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ზუგდიდში: "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა მოწინააღმდეგეს წითელი სითხე შეასხა

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მცირე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ქალბატონი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა ამ პარტიის მოწინააღმდეგე ქალბატონს და ჟურნალისტებს წითელი სითხე შეასხა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე განიმუხტა.