loader

ონლაინ-თამაშებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა ორი წლის შვილი შიმშილით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ონლაინ-თამაშებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა ორი წლის შვილი შიმშილით მოკლა

სამხრეთკორეელი ონლაინ-თამაშების მოყვარული ახალგაზრდა ორი წლის შვილის სიკვდილში დამნაშავედ სცნეს. მამაკაცი ონლაინ-თამაშებით ზედმეტად გაერთო და საკუთარი შვილი ერთი კვირით საკვებისა და წყლის გარეშე დატოვა.

22 წლის ჩუნმა 2 წლის ბავშვის ცხედარი საკუთარი სახლის მახლობლად, ნაგავსაყრელზე წაიღო. ბავშვის გვამი ჩუნის სახლიდან ნახევარ კილომეტრში იპოვეს. რაც შეეხება ბავშვის დედას, ის სახლში არ იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალი ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს ფაბრიკის საერთო საცხოვრებელში, სადაც მუშაობს კიდეც.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩუნი მთელ დროს ინტერნეტ-კაფეში League of Legends-ის თამაშში ატარებდა.