loader

ინციდენტი სამების ტაძარში სასულიერო პირსა და დაცვას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი სამების ტაძარში სასულიერო პირსა და დაცვას შორის

"პირველი რადიო" სამების ტაძრის ეზოში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ასახულია სიტყვიერი დაპირისპირება სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და ტაძართან მდგომ დაცვის წევრს შორის.

"ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო და რომ გეუბნები, შემოუშვი" - ასე მიმართავს მამა ანთიმოზი ვინმე ირაკლის, რომელიც კადრებში არ ჩანს, თუმცა, როგორც მრევლის შეძახილებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, სამთავრობო დაცვაა და სასულიერო პირის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ტაძარში შეუშვას მრევლის ნაწილი. უცნობია, როდისაა გადაღებული კადრები, სავარაუდოდ 19 აპრილს, სააღდგომო წირვის დროს.

შეგახსენებთ, მამა ანთიმოზი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, რომელთაც 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

წაიკითხეთ "კვირის პალიტრის საიტზე": "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"