loader

საფლავზე გასვლის ტრადიცია და აღდგომის მილოცვა გარდაცვლილთათვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფლავზე გასვლის ტრადიცია და აღდგომის მილოცვა გარდაცვლილთათვის

20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ უფლის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმა. დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

დილიდან ხალხმრავლობა იყო საბურთალოს სასაფლაოზე. მოქალაქეებს გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე, ტრადიციულად, წითელი კვერცხი, პასკა და სასმელი მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა შესანდობარს საფლავზე სვამენ და ასე იგონებენ დაღუპულებს ახლობლების, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

ავტორები: მინდია აფციაური, გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ: რატომ სადილობენ ქართველები მიცვალებულებთან ერთად? - BBC-ი თბილისიდან