loader

შსს-მ თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე გადამალული ნარკოტიკი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე გადამალული ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ზაალ ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაალ ი-ს თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე გადამალული ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 304 აბი და ნატეხები, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 2,4797 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს და 49 კაფსულა "ლირიკა", რაც ექსპერტიზის დასკვნით, 7,35 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 261-ე მუხლით).

Drugs seized from Tbilisi’s cemetery - Watch video on georgianews.ge