loader

გამძვინვარებულმა ლეოპარდმა მამაკაცს საჯდომზე უკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამძვინვარებულმა ლეოპარდმა მამაკაცს საჯდომზე უკბინა

ინდოეთში ველური ლეოპარდი ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებს დაესხა თავს. ინციდენტი, რომელიც ქალაქის დასახლებულ უბანში მოხდა, ვიდეოზე აღბეჭდეს. კადრებში ჩანს, როგორ უკბინა გამძვინვარებულმა ცხოველმა ერთ-ერთ მამაკაცს საჯდომზე. ცხოველის თავდასხმის შედეგად მამაკაცი უმნიშვნელოდ დაშავდა.

ადამიანებიც და ლეოპარდიც ერთნაირად იყვნენ შეშინებულნი - ცხოველი ადგილს ვერ პოულობდა და კედლებს შორის დარბოდა. მოგვიანებით ველური კატა დაიმალა, მაგრამ ცხოველი დაიჭირეს და ადგილობრივმა გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა წაიყვანეს. ცხოველს უახლოეს მომავალში მისთვის ჩვეულ გარემოში გაუშვებენ.