loader

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდა

მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს წარუდგინა.

კოდუას და სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით.