loader

ხმაური ყვარლის საკრებულოში და "წვრილმანი ხულიგნობისთვის" დაკავებული გამგებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ყვარლის საკრებულოში და "წვრილმანი ხულიგნობისთვის" დაკავებული გამგებელი

ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის გამო სამართალდამცველებმა გამგებელი დავით ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერი 17 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.

დღეს საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გამგებელი დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. სამართალდამცავებს რამდენიმე საათის განმავლობაში გამგებლის კაბინეტი დაკავებული ჰქონდათ და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპასუხოდ, ქევხიშვილის მხარდამჭერებმა და "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარი აჭედეს.