loader

საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა წალკის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა წალკის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა წალკის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

წალკის მოსახლეობას თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ალერგოლოგი და ექოსკოპიის კაბინეტი უფასოდ მოემსახურა. მოსახლეობამ საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ მიიღო.

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მსგავს უფასო სამედიცინო აქციებს ხშირად მართავს. ექიმთა ჯგუფი პერიოდულად ჩადის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.