loader

საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოდიან

მაისის ბოლოს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოდიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია "ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, საქართველოში სამი დეპუტატი ჩამოვა: "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან", Eдиная россия-დან და "კომუნისტური პარტიიდან".

ჭყოიძის თქმით, რუსი დეპუტატების ვიზიტი მისი მოსკოვში ყოფნისას დაიგეგმა. როგორც ჭყოიძემ განაცხადა, მან შეხვედრები გამართა ლეონიდ სლუცკისთან და დუმის აპარატის თანამშრომლებთან. ჭყოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავს, რომ რუს დეპუტატებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რომლებიც საქართველო-რუსეთს შორის არსებობს.