loader

44 წლის მამაკაცმა პოლიციას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

44 წლის მამაკაცმა პოლიციას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარ სამმართველოში 1970 წელს დაბადებულმა იური დ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 714 ცალი საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სახეობის 25 ცალი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.

სულ ჩააბარა: 1 ცალი "ა-კა 74"-ის მოდელის "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი "ა-კა-ეს 74"-ის მოდელის "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2714 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 ცალი "ერ-გე-დე-5"-ის ტიპის ხელყუმბარა, 6 ცალი "ეფ-1"-ის ტიპის ხელყუმბარა, 1 ცალი "ერ-პე-გე-26"-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 4 ცალი ქარხნული წესით დამზადებული "პე-გა-9"-ის და "ო-გა-9"-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და სხვა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).