loader

ირაკლი ალასანიამ აშშ-ში პროთეზირების პროგრამაში ჩართული ქართველი ჯარისკაცები მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ აშშ-ში პროთეზირების პროგრამაში ჩართული ქართველი ჯარისკაცები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-ში ვიზიტი ირაკლი ალასანიამ სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში სტუმრობით დაიწყო, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავებულ ქართველ სამხედროებს შეხვდა.

პიტერ ჰარშის კლინიკაში დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ პროთეზებს ბიო-მიკროპროცესიანი პროთეზით უცვლიან. ამჟამად ისინი ახალი პროთეზების მორგებისა და შეგუებისთვის შესაბამის ვარჯიშებს გადიან და ახალი კიდურების მოხმარების წესებს ეუფლებიან. უახლესი თაობის ელექტროპროთეზი სამხედროებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.