loader

სევდიანი ისტორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭზე, რომელსაც მხოლოდ ჩახუტება უნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სევდიანი ისტორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭზე, რომელსაც მხოლოდ ჩახუტება უნდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი სახელად ფაბიანი ამბობს, რომ ავტობუსში მგზავრობის დროს, მის გვერდით ადგილი ყოველთვის ცარიელი რჩება, მასთან მიახლოებას კი, დიდებიც და ბავშვებიც უფრთხიან. ამის გამო ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ექსპერიმენტი ჩაატარა: ფაბიანი დათვის ფორმაში გამოაწყო, რომელიც გამვლელებს უნდა ჩახუტებოდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მასთან უამრავი ადამიანი მივიდა ჩასახუტებლად, ისე, რომ მის სახეს ვერ ხედავდა.

ნუთუ აუცილებელია შევინიღბოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს მივიდეთ? - სოციალური ვიდეო მოუწოდებს ადამიანებს თანასწორად მიიჩნიონ განსხვავებულები.