loader

"მე მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში?" - პრემიერი რუსთაველი მძღოლების დასაქმებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში?" - პრემიერი რუსთაველი მძღოლების დასაქმებას მოითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისა და ყველა იმ მძღოლის დროული დასაქმებისკენ მოუწოდებს, რომლებიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე აქამდეც მუშაობდნენ.

ღარიბაშვილმა შესაბამისი განცხადება რუსთავის გუბერნიის შენობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი მღებრიშვილსა და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა და კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ "ინტერტრანსის" წინააღმდეგ "კანონის შესაბამისი მოქმედებისკენ" მოუწოდა.