loader

თვითმფრინავის ბორბალში დამალულმა მოზარდმა 5 საათი იფრინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის ბორბალში დამალულმა მოზარდმა 5 საათი იფრინა

ერთი შეხედვით, ეს კადრები არაფრით გამოირჩევა - ჰავაის ავიახაზების თვითმფრინავი მაუის აეროპორტში ეშვება და თანამშრომლები რუტინულ სამუშაოს ასრულებენ. შემდეგ კი თვითმფრინავის ბორბლიდან 15 წლის ბიჭი ხტება და გზას ბარბაცით აგრძელებს.

15 წლის იაჰია აბდი კალიფორნიაში მდებარე სახლიდან გაიქცა, სან ხოსეს საერთაშორისო აეროპორტის ღობეზე გადაძვრა და თვითმფრინავის ბორბალში შეძვრა. ბიჭმა 5 საათი იფრინა ასე. თითქმის სასწაულია, მაგრამ იაჰიამ 11 000 მეტრზე ფრენას, ჟანგბადის დაბალ დონეს და ყინვას გაუძლო. როგორც გაირკვა, იაჰია ამ გზით აპირებდა ჩასვლას ეთიოპიაში მცხოვრები დედის სანახავად, რომელთან ურთიერთობასაც მამა უშლიდა.