loader

"ექიმის შეცდომა, "ბაზრის საზოგადოების" გასარჩევი არ უნდა იყოს" - რა მოთხოვნები აქვთ ქართველ მედიკოსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმის შეცდომა, "ბაზრის საზოგადოების" გასარჩევი არ უნდა იყოს" - რა მოთხოვნები აქვთ ქართველ მედიკოსებს

პარლამენტის ყოფილ შენობასთან ექიმებისა და მედიცინის მუშაკების საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ექიმებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა, რის გამოც ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შემუშავდეს ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმი ისეთივე ხელშეუხებელი იქნება, როგორც პოლიციელი.

როგორც საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ განაცხადა, ყოველდღე ირღვევა ექიმების უფლებები და დღე არ გავა, რომ ექიმზე თავდასხმა არ მოხდეს. ამის მაგალითად აქციის მონაწილეებმა მოიყვანეს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც დაღუპული ჩვილის ბაბუამ ბავშვის მკურნალი ექიმი სცემა.

ავტორი: გიორგი დადიანი