loader

ავღანელი თალიბების ბაზა "უცხოპლანეტელებმა" დაბომბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანელი თალიბების ბაზა "უცხოპლანეტელებმა" დაბომბეს

YouTube-ზე გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, როგორ ესვრის ავღანეთში თალიბების ბაზას სამკუთხა ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. უცნაური ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ასადაბადში მოხდა. რამდენიმე დღეში ვიდეომ 40 000-მდე ნახვა დააგროვა, მაგრამ ზუსტად რა არის მასში აღბეჭდილი, ვერავინ მიხვდა.

კადრებში უჩვეულო ფორმის საფრენი აპარატი ჩანს, რომელიც ბაზას ბომბავს. ისმის საშინელი ხმა, რის შემდეგაც "თეფში" ფერფლსა და კვამლში იმალება, შემდეგ კი კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ვხედავთ. თუ ვიდეოს დასაწყისში ეკრანზე გამოჩენილ წარწერას დავუჯერებთ, იგი 2014 წლის მარტში ამერიკელმა სამხედროებმა გადაიღეს. YouTube-ზე ზოგიერთი კომენტატორი ხუმრობს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უკვე უცხოპლანეტელებთან შეთანხმებაც მოახერხეს.

ასევე იხილეთ: ამოუცნობი მფრინავი ობიექტი პირდაპირ ეთერშ