loader

ბათუმში ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 34 წლის ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 34 წლის ქალი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ნასიბახონ ა. ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 15 მაისს ყირგიზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1996 წელს დაბადებული ულუგბუ ა. და 1979 წელს დაბადებული გულსანამ მ. ჩამოიყვანა. ნასიბახონ ა-მ ორივე პირს პასპორტები ჩამოართვა, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.

გამოძიება ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.