loader

ახალსოფლელები ჩამონგრეული ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალსოფლელები ჩამონგრეული ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს. ეკლესიასთან დღეს 50-მდე ადგილობრივი შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, რომ მიუღებელია, ეკლესიის მშენებლობის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება და მისი შეჩერება.

ადგილობრივი შოთა პატარიძე განმარტავს, რომ ეკლესიის მშენებლობა მრევლის მოთხოვნა იყო და მშენებლობის ხელმძღვანელის, მამა მარკოზის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მიუღებელია. მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთელი სოფელი იღებს.

ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათი 7 მაისს ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს.

ასევე იხილეთ: ხელვაჩაურში ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და 4 მუშა მოიყოლ