loader

ჟირინოვსკის რეაქცია "ევროვიზიის" ფინალში კონჩიტა ვურსტის გამარჯვებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟირინოვსკის რეაქცია "ევროვიზიის" ფინალში კონჩიტა ვურსტის გამარჯვებაზე

კოპენჰაგენში მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" დასრულდა. კონკურსის გამარჯვებული ავსტრიელი წვეროსანი ტრანსვესტიტი კონჩიტა ვურსტი გახდა. რუსი დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი ავსტრიის წარმომადგენლის გმარჯვებამ განსაკუთრებულად აღაშფოთა.

"დაე ევროპა საკუთარ წვერთან დარჩეს - განწირულობის, აპოკალიფსისა და მარტოობის სიმბოლოსთან. ევროპა დაიღუპა! მათ უკვე აღარ ჰყავთ კაცები და ქალები. ჩვენ სულ ტყუილად გავათავისუფლეთ ავსტრია. ეს ჯოჯოხეთის ალი, აპოკალიფსის ალია. იქ არა მხოლოდ იგი, არამედ მთელი ახალგაზრდობა წვერიანია. ჩვენ თვალცრემლიანი დღესასწაული გვქონდა, მათ კი თვალცრემლიანი კულტურა აქვთ", - განაცხადა რუსულ არხ Россия 1-ის სტუდიის სტუმარმა.

იხილეთ თემაზე: "ევროვიზიის" გამარჯვებული 25 წლის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა