loader

ტყუპი დები ხელიხელჩაკიდებულები დაიბადნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყუპი დები ხელიხელჩაკიდებულები დაიბადნენ

ამერიკაში, ოჰაიოს შტატში ტყუპი დები ხელიხელჩაკიდებულები დაიბადნენ. ჯენას და ჯილიანის დაბადება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მარტო იმიტომ არ მოქცეულა, რომ პატარები ხელჩაჭიდებულები მოევლინნენ ქვეყანას, არამედ იმიტომაც, რომ ისინი დედის მუცელში ერთ პლაცენტაში იზრდებოდნენ.

ექიმებმა ეს ამბავი ტყუპის დედის, სარას მშობიარობამდე 57 დღით ადრე აღმოაჩინეს და მას შემდეგ სარა მედიკოსების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ტყუპის ერთ პლაცენტაში განვითარება უიშვიათესი შემთხვევაა და დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ დროს შეიძლება ჭიპლარები ერთმანეთში გადაიხლართოს, ერთ-ერთ ტყუპს სისხლის მიწოდება შეუწყდეს და დაიღუპოს. როგორც წესი, ასეთი ორსულობების 70 პროცენტი ერთ-ერთი პატარას დაღუპვით მთავრდება ხოლმე, მაგრამ ჯენას და ჯილიანს გაუმართლათ - ისინი ქვეყანას უვნებლად მოევლინნენ, ხელიხელჩაკიდებულები - დაბადებიდან საუკეთესო მეგობრები.