loader

ფანჯიკიძე-ოლანდის "ღარიბულ სუფრას" სოციალურ ქსელში დასცინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფანჯიკიძე-ოლანდის "ღარიბულ სუფრას" სოციალურ ქსელში დასცინეს

საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. მაია ფანჯიკიძესთან პირისპირ შეხვედრის დროს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

ინტერნეტ-მომხმარებლების უკმაყოფილება მოკრძალებულმა პროტოკოლმა და "ღარიბულმა სუფრამ" გამოიწვია. შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა შემდეგი მინაწერით: "პროტოკოლი გვაქვს, ცრემლს მოგადენს". ფოტოს "ფეისბუქის" მომხმარებლების კომენტარები მოჰყვა: "ფანჯიკიძე "ჩაცუცქული" მასპინძლობს "ჩვენს ძმას"; "ნიგვზიანი ბადრიჯანი არ დევს? ბროწეულებიანი"; "შინაური "ვიშნიოვკა" დაუდგეს" და ა.შ.

ასევე იხილეთ: რატომ აკეცეს საფრანგეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წითელი ხალიჩა

Modest protocol and “peasant’s feast” - how Hollande was hosted by Foreign Ministry of Georgia - Watch the video on georgianews.ge