loader

"ჯონჯოლი ლოკალური მასშტაბის ეროვნულ ტრაგედიად იქცა" - ნუგზარ წიკლაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯონჯოლი ლოკალური მასშტაბის ეროვნულ ტრაგედიად იქცა" - ნუგზარ წიკლაური

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში გახშირებულ გატაცებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები გატაცებებისა და შეურაცხყოფისაგან, ხოლო პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

მის ამ განცხადებას საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა, რომლის თქმით, ყველა ის პირი, ვინც დააკავეს და საოკუპაციო ხაზს იქით გადაიყვანეს, არის თავისუფალი და სახლში დღეს დაბრუნდება.