loader

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი პარტიის აქტივისტმა გაქურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი პარტიის აქტივისტმა გაქურდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა. უწყების ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებული ამავე პარტიის შტაბის აქტივისტია.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კ-მ თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში, "ლენოვოს" ფირმის 2 პორტატული კომპიუტერი და "ეიჩ პის" ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

National Movement activist detained for stealing election staff of the party - Watch the video on georgianews.ge