loader

მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა ყოფილი ცოლი მისი ძმის თვალწინ მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა ყოფილი ცოლი მისი ძმის თვალწინ მოკლა

ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე, წუხელ 27 წლის ქალი მოკლეს. ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი ძმაც, რომელსაც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

მკვლელობაში ბრალდებული 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებით).

27-year-old woman killed by ex-husband in front of her brother - Watch the video on georgianews.ge