loader

თურქეთში დაღუპული მაღაროელების პატივსაცემად თბილისში მდუმარე აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში დაღუპული მაღაროელების პატივსაცემად თბილისში მდუმარე აქცია გაიმართა

პროფკავშირების წარმომადგენლებმა საქართველოში თურქეთის საელჩოსთან, თურქეთში დაღუპული მაღაროელების ხსოვნის პატივსაცემად, მდუმარე აქცია გამართეს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა ამით მანისას პროვინციაში, სომას დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული მაღაროელების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღაროელებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა.

მანისას პროვინციაში, სომას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა. მომხდარის გამო თურქეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ასევე იხილეთ: გლოვა თურქეთში: მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 245-მდე გაიზარდ