loader

ექიმებმა თინეიჯერს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმებმა თინეიჯერს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში ექიმებმა 15 წლის ჰენლიზ დორვიალს სახიდან 2 კილოგრამი სიმსივნე ამოაჭრეს. ჰაიტელ მოზარდს რთული ქირურგიული ოპერაცია 12 საათის მანძილზე უტარდებოდა. ჰენლიზს სიმსივნე 4 წლის წინ აღმოაჩნდა - თავდაპირველად ბარდის ზომის იყო, ხოლო დროთა განმავლობაში 2 კილოგრამამდე გაიზარდა. თინეიჯერს ოპერაცია ქველმოქმედებით შეგროვილი თანხით ჩაუტარდა.

როგორც პაციენტი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ოპერაციის დასრულების შემდეგ სარკეში რომ ჩაიხედა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, სხვა ადამიანს უყურებდა; ის განიცდის, რომ სახეზე უზარმაზარი წარმონაქმნის გამო სკოლის მიტოვება მოუხდა და მისი ერთადერთი მეგობარი მისი 14 წლის დაა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე