loader

რატომ მოკლა სპეცრაზმელმა ყოფილი მეუღლე: ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მოკლა სპეცრაზმელმა ყოფილი მეუღლე: ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა. 27 წლის სოფო ზურებიანის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ცოცხალაშვილი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა.

როგორც ზურებიანის ახლობლები ამბობენ, წყვილი ორი თვის დაშორებული იყო და ცოცხალაშვილი ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა, სოფო კი შერიგების წინააღმდეგი იყო. "სოფოს მშობლებიც ეუბნებოდნენ, რომ თუ სურდა, შერიგებოდა ქმარს, მაგრამ ამბობდა, რომ მის რთულ ხასიათს ვერაფრით ეგუებოდა", - აცხადებენ ზურებიანის ახლობლები.

27 წლის სოფო ზურებიანის ცხედარი საკუთარ სახლშია გადასვენებული. მას ყოფილი მეუღლისგან 5 წლის ბიჭი დარჩა.

ასევე იხილეთ: მკვლელობა ვარკეთილში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მისი ძმის თვალწინ მოკლა

Why Special Forces employee killed his 27-year-old ex-wife - Watch the video on georgianews.ge