loader

პრეზიდენტი და პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომაზე დარიალის ხეობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი და პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომაზე დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში სტიქიური შემთხვევის ადგილზე ვითარებას გაეცნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე ჩაატარა საგანგებო შტაბის სხდომა და ყველა შესაბამის უწყებას დავალება მისცა. საგანგებო შტაბის სხდომას გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. შტაბის ხელმძღვანელად შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა.

ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით "დარიალჰესთან" მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს. ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან კი 150 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ასევე იხილეთ:

სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში: მაშველებმა 13 მოქალაქე გადაარჩინე

რა ხდება დარიალის ხეობაში - გიორგი მარგველაშვილის კომენტარი შემთხვევის ადგილიდან

"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მალე მოვაგვაროთ პრობლემები" - ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში