loader

რას ყვება დარიალის ხეობაში მეწყერს გადარჩენილი უკრაინელი მძღოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ყვება დარიალის ხეობაში მეწყერს გადარჩენილი უკრაინელი მძღოლი

მაშველებმა დარიალის ხეობაში დამეწყრილი ტერიტორიიდან შვიდი უცხო ქვეყნის ევაკუირება მოახდინეს. როგორც ერთ-ერთმა ევაკუირებულმა უკრაინელმა მძღოლმა განაცხადა, საკუთარი სატვირთო ავტომობილით საქართველოდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც საბაჟოზე შეფერხების დროს თავად შეესწრო მეწყერის ჩამოწოლის პროცესს. მძღოლი აცხადებს, მთიდან ჩამოშლილმა ქვებმა მისი ავტომობილი დააზიანა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სხვა დანარჩები სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც სტიქიის ადგილზე გადაადგილდებოდნენ.

"ვცდილობდი მანევრირებით ამეცილებინა ჩამოშლილი ქვების ნაკადი, თუმცა ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას ყურადღებისა და დახმარებისთვის, ჩვენ მთები მარტო ლამაზი სანახავი გვეგონა, მაგრამ საშიშიც ყოფილა", - განაცხადა უკრაინელმა მძღოლმა.

ევაკუირებულ მგზავრებს სტეფანწმინდაში გადაყვანის შემდეგ თავშესაფარი აღმოუჩინეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა, უცხოელები ყაზბეგის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, გიორგი ღუდუშაური

იხილეთ: დატბორილი მაგისტრალი და ევაკუაცია დარიალის ხეობაში - რეპორტაჟი სტიქიური უბედურების ზონიდან