loader

რუსეთში პილიციის უფროსებმა ხელქვეითი თათბირზე გონების დაკარგვამდე სცემეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში პილიციის უფროსებმა ხელქვეითი თათბირზე გონების დაკარგვამდე სცემეს (+18)

რუსეთში, ვორონეჟის ოლქის პოლიცია სამართალდამცველის ცემის ფაქტზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.  წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელს სამსახურში, თათბირზე, უფროსები დაესხნენ თავს, რომელთაც არ მოეწონათ, რომ ხელქვეითი თათბირს მობილურის კამერით იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ უფროსებმა პოლიციელის ქმედება აღკვეთეს, ისინი მაინც გახდნენ ვიდეორგოლის გმირები, რადგან სათათბირო დარბაზში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.

პოლიციელი 16 აპრილს სცემეს, როდესაც იგი დილის თათბირზე მივიდა. უფროსმა დაიწყო გარკვევა, რატომ არ იღებდა იგი ტელეფონის ყურმილს. მან უპასხა, რომ ზარი არ ესმოდა, რადგან აბაზანაში იყო. პასუხი ხელმძღვანელს არ მოეწონა და ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა მოითხოვა.

როდესაც პოლიციელმა უფროსის მოთხოვნის დაუყოვნებლად შესრულებაზე უარი თქვა, იგი აღშფოთდა. დისკუსიაში უფროსის მოადგილეც ჩაერთო.  როდესაც ორივე უფროსმა პოლიციელის შეურაცხყოფა დაიწყო, მან მობილური ტელეფონი ამოიღო, რომ კამერით მათზე "კომპრომატები" ჩაეწერა. მაშინ უფროსები ხელქვეითს თავს დაესხნენ.

ვიდეოზე ჩანს ორი პოლიციის ფორმიანი მამაკაცი როგორ ცდილობს საკუთარ კოლეგას რაღაც ნივთი წაართვას.

რადგან მობილურის მაშინვე წართმევა ვერ მოახერხეს, ერთ-ერთმა ხელქვეითს დარტყა, მეორე კი მას ყელში წვდა და მისი გაგუდვა დაიწყო. დაზარალებულის თქმით, ჰაერის უკმარისობის გამო მან გონება დაკარგა და იატაკზე დავარდა. მაშინ ხელმძღვანელებმა მისი ტელეფონი აიღეს და ჩანაწერი წაშალეს.

ვიდეოში ჩანს, რომ თათბირზე სხვა სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი კოლეგას არ გამოექომაგა.

დაშავებულმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა იგი საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით გადაიყვანეს.