loader

მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება პრემიერმა მთავრობის წევრთა, თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების საკითხისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღო.