loader

ფიქრობთ თუ არა, რომ მთავრობის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ქართული წარმოების გაზრდას დაეხმარება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიქრობთ თუ არა, რომ მთავრობის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ქართული წარმოების გაზრდას დაეხმარება?

მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ. სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე - 16 მილიონი ლარი.

აიღებდით თუ არა სახელმწიფოსგან 2 მილიონ დოლარიან სესხს საკუთარი საწარმოს შესაქმნელად და ფიქრობთ თუ არა, რომ მთავრობის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ქართული წარმოების გაზრდას დაეხმარება? - ამ თემაზე "პალიტრა ტვ"-მ გამოკითხვა ჩაატარა.

ავტორი: გიორგი დადიანი