loader

ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 118 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

არსებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება ბაზარში მოხდა, მეორე კი ჰოსპიტალთან ახლოს. ნიგერიის პრეზიდენტის, გუდლაკ ჯონათანის განცხადებით, ეს იყო ტრაგიკული თავდასხმა ადამიანთა თავისუფლებაზე. ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.