loader

მთავრობის ადმინისტრაცია: "პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ხელშეკრულება იურიდიულ ძალას ვერ შეიძენს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ადმინისტრაცია: "პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ხელშეკრულება იურიდიულ ძალას ვერ შეიძენს"

"27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობით", - აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საქართველოს, კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა.