loader

"ასოცირებაზე მოაწერს ხელს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასოცირებაზე მოაწერს ხელს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას სთხოვს, დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სპეკულირება.

პრემიერის თქმით, ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მისივე განმარტებით, კოალიციამ იმსჯელა და ასოცირებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს.

კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელეს.