loader

"მინდა ეს ქალაქი დაემსგავსოს წესიერ ქალაქს" - ალეკო ელისაშვილი ცაგარელის ქუჩის მცხოვრებლების შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა ეს ქალაქი დაემსგავსოს წესიერ ქალაქს" - ალეკო ელისაშვილი ცაგარელის ქუჩის მცხოვრებლების შეხვდა

ცაგარელის ქუჩა ნომერ პირველი კორპუსის მცხოვრებლები შენობის გამაგრებას და მათ გვერდით დაწყებული მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ცაგარელის ქუჩაზე დღეს საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ადგილობრივების პრობლემით დაინტერესდა.

2009 წელს, აღნიშნულ კორპუსის გამაგრების შესახებ დასკვნა გაიცა, თუმცა, ამის ნაცვლად კორპუსის გვერდით, 2012 წლის შემოდგომიდან ახალი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ დაწყებული სამუშაოები სასამართლოში გაასაჩივრეს.