loader

მშობლებმა 11 თვის ბავშვი აიძულეს პარაშუტით ეფრინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშობლებმა 11 თვის ბავშვი აიძულეს პარაშუტით ეფრინა

უცნობმა ახალგაზრდა წყვილმა ინდოეთის შტატ კერალას სანაპიროზე 11 თვის ქალიშვილი აიძულა ეფრინა პარაშუტით , რომელიც ტროსით კატერზე იყო მიმაგრებული. ფრენის ამსახველი ვიდეო მათ ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ვიდეომ ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი აღაშფოთა, ადგილობრივმა პოლიციამ კი ბავშვთან სასტიკი მოპყრობის ფაქტზე საქმე აღძრა.

ინციდენტის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბავშვი ხმამაღლა ტიროდა, როდესაც მას პარაშუტში სვამდნენ, ფრენისას კი შეშინებული ფეხებს აფართხალებდა. ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ მიწაზე დაჯდომის შემდეგ მტირალი გოგონა მშობლებმა სწრაფად წაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვი ფიზიკურად არ დაშავებულა.

ინტერნეტში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიამ კერალას შტატის პოლიციას ბავშვის მშობლებისა და "გართობის" ორგანიზაოტორების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა.