loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმსა და გონიოში სასტუმროების მფლობელები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმსა და გონიოში სასტუმროების მფლობელები დააკავეს

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე, მერვე განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, ბათუმსა და გონიოში მდებარე სასტუმროების დროებითი მფლობელები, თურქეთის მოქალაქეები – 1946 წელს დაბადებული ჰასან ბ, 1980 წელს დაბადებული ორჰან ქ. და საქართველოს მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სასტუმროების ნომრებს სისტემატურად უთმობდნენ. სამართალდამცავებმა სასტუმროებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).