loader

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ამის გამო თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე მოძრაობა შეზღუდული იყო.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება "იროკეზების" გადაფრენით დაიწყება, რომელზეც საქართველოს დროშები იქნება გადმოფენილი, რის შემდეგაც ფლეშმობი დროშებით გაიმართება. ფლეშმობის დასრულების შემდეგ, მონაწილეები დერეფანს გააკეთებენ და მოედანზე წვევამდელები შევლენ, რომლებიც ფიცს დადებენ.

ფიცის დადების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვლენ. ამის შემდეგ 200 წვევამდელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძე ფიცს ჩააბარებს, ვახტანგ კაპანაძე კი საქართველოს პრეზიდენტს ჩააბარებს პატაკს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ "იროკეზები" ისევ გადაიფრენენ და სადღესასწაულო ფლაერებს გადმოყრიან.
რუსთაველის გამზირზე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება.