loader

სოხუმში ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმში ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. "დეპუტატები" შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესაძლებლობებს განიხილავენ. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გუშინ, გვიან ღამით მოსახლეობას ტელევიზიის ეთერით მიმართა და განაცხადა, რომ არსად წასულა. ანქვაბის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ოპოზიციასთან უშედეგოდ დამთავრდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" აფასებს.

ადმინისტრაციული შენობების წინ მდებარე მოედანზე რჩებიან ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები, რომლებიც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვენ. ასევე, დაგეგმილია ანქვაბის მომხრეების აქციაც. საპროტესტო მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობების დაკავება გუშინ, ე.წ. ეროვნული კრების შემდეგ დაიწყო. შეკრების მიზეზი ის საკითხები გახდა, რომელთაც ოპოზიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აყენებს, მათ შორის - უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ, უმუშევრობა.

იხილეთ: აფხაზური ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა და მთავრობის გადადგომა მოითხოვ