loader

"ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც" - ირაკლი ალასანია

ჩვენ ვაკვირდებით აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას", - განაცხადა ალასანიამ.

'Occupying country continues not only military, but also political annexation of Georgia' - Irakli Alasania - Watch the video on georgianews.ge