loader

დათა ახალაიას პირველი კადრები საბერძნეთის სასამართლოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათა ახალაიას პირველი კადრები საბერძნეთის სასამართლოდან

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი ორი თვით გადადო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხის განხილვის ორი თვით გადადებას, ნადარეიშვილის თქმით, ამის მიზეზი საქართველოს პროკურატურის მასალები გახდა, რომელიც "საბერძნეთის სასამართლომ დაიწუნა".

ექსკლუზიურ კადრებს საბერძნეთში გამართული სასამართლო პროცესიდან "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ნავთლუღის სპეცოპერაცია და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.