loader

“პალიტრა L” თბილისის წიგნის ფესტივალზე - ყველაზე დიდი სტენდი და 75%-მდე ფასდაკლება ერთგული მკითხველისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პალიტრა L” თბილისის წიგნის ფესტივალზე - ყველაზე დიდი სტენდი და 75%-მდე ფასდაკლება ერთგული მკითხველისთვის

დღე, რომელსაც წიგნის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელიან. “ექპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მხატვრული, საბავშვო, დარგობრივი ლიტერატურა ერთ სივრცეში დიდი ფასდაკლებით გაერთიანდა.

გამომცემლობა “პალიტრა L” წიგნის ფესტივალზე ტრადიციულად ყველაზე დიდი სტენდით არის წარმოდგენილი . გამომცემლობამ სტუმრებს წიგნების მრავალრიცხოვან ჩამონათვალზე 75%-მდე ფასდაკლება შესთავაზა. ამას გარდა, “პალიტრა L”-მა საფესტივალო ფასად წარადგინა თაროები 100 წიგნისთვის, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.

ფესტივალზე წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" უკრაინელი პარტნიორების სტენდიც არის წარმოდგენილი. ამას გარდა, "ექსპო-ჯორჯიას" ეზოში "ბიბლუსის" მოხალისეები ველოსიპედებით მოძრაობენ და მომხმარებლებს შეძენილი წიგნების მანქანამდე მიტანაში ეხმარებიან.

მკითხველებს სასურველი წიგნის დიდი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა 1-ლი ივნისის ჩათვლით, 11:00 -დან 20:00 საათამდე ექნებათ.