loader

"ჩვენც ეს გვსურს და რა დაგვიდგება წინ?" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენც ეს გვსურს და რა დაგვიდგება წინ?" - ირაკლი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეფასებით, ალიანსისადმი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია გამოხატავს ევროპის ქვეყნების განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია. როგორც ალასანიამ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ "პროცესები სწორედ აქეთკენ წავა".

30 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატო-ს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება.

დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს MAP-ი.