loader

"სიცოცხლეშივე დავაფასოთ გმირები" - ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიცოცხლეშივე დავაფასოთ გმირები" - ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან

მთავარ პროკურატურასთან ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. კვიციანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კვიციანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ადამიანი, რომელმაც ქვეყანას კოდორის ხეობა შეუნარჩუნა, პატიმარი არ უნდა იყოს. აქციაზე მხარდასაჭერად მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოთხოვნებს უერთდება.

აქციაზე გამოტანილია ლოზუნგები: "თავისუფლება ემზარ კვიციანს", "სვანეთი შენთანაა, ემზარ", "ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია", "სიცოცხლეშივე დავაფასოთ გმირები", და ა.შ.