loader

"სანამ მოვკვდით, აზრზე მოდით" - ტუბერკულოზით დაავადებულები ეფექტურ მკურნალობას მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ მოვკვდით, აზრზე მოდით" - ტუბერკულოზით დაავადებულები ეფექტურ მკურნალობას მოითხოვენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მულტირეზისტენტული განყოფილების პაციენტები მკურნალობის სტანდარტების გაუმჯობესებას და ეფექტურ მედიკამენტებს ითხოვენ. რამდენიმე პაციენტმა დღეს განყოფილების ეზოში აქცია გამართა. მათ თან ჰქონდათ პლაკატები: "ჩვენი სიკვდილი ჯანდაცვის სირცხვილია", "სანამ მოვკვდით, აზრზე მოდით", "ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება".

როგორც აქციის მონაწილემ, 28 წლის ანზორ გურასპაშვილმა განაცხადა, იგი მულტირეზისტენტულ განყოფილებაში 2009 წლის 11 სექტემბრიდან მკურნალობს. განყოფილებაში დაახლოებით 102 პაციენტი იმყოფება. გურასპაშვილის თქმით, საფრანგეთიდან შემოიტანეს მხოლოდ ერთი მედიკამენტი, რომელიც რეზისტენტული პაციენტებისათვის ეფექტურია, თუმცა მისი დანერგვა ჯერჯერობით არ მომხდარა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბიუროკრატიული მექანიზმების გამო ეს პროცესი ჭიანურდება.