loader

ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების კუთხით.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს. გამოითქვა კმაყოფილება, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას.